თამარ ჩუგოშვილი - ფაქტია, რომ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციები პარტიულ აქციად გადაიქცა

ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ძალიან დიდი დოზით ვნახეთ და ფაქტია, რომ გამოსვლები პარტიულ აქციად გადაიქცა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩუგოშვილი აცხადებს, რომ საკითხი ძალიან რთულია და საგამოძიებო კომისია პარლამენტში სწორედ ამის გამო შეიქმნა.

"ეს თემა ძალიან რთულია. იცით, რომ საგამოძიებო კომისიაც გვაქვს შექმნილი, პარლამენტი გამოძიებას ახორციელებს. ის, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ძალიან დიდი დოზით ვნახეთ აქამდე გამართულ აქციებში, პარტიულ აქციად გადაიქცა ეს გამოსვლები, ფაქტია. მოგვიანებით რა იქნება, ამაზე წინასწარ საუბარი არ მინდა",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა