გრიგოლ ვაშაძე საჩხერეში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საჩხერეში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

„მოსახლეობა, სხვა რეგიონების მსგავსად, აქაც ივანიშვილის ხელისუფლებისგან მოტყუებული და მიტოვებულია. ისინი თანადგომას ითხოვენ. გრიგოლ ვაშაძემ მათ დახმარება აღუთქვა და საარჩევნო პროგრამის ის ნაწილი გააცნო, რომელიც ხელფასების, პენსიის ზრდას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პრესრელიზში.

"ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოძრაობა "ძალა ერთობაშია" გაზრდის პენსიას 400 ლარამდე, მასწავლებლის ხელფასს - 1000 ლარამდე, პოლიციელის ხელფასს - 2000 ლარამდე. ჩვენ გამოვაცხადებთ ორწლიან მორატორიუმს უსამართლო საბანკო თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კრედიტების გადახდაზე და ყველა ვალი დაანგარიშდება 2012 წელს არსებული ლარის კურსით (1.66)", - განაცხადა ვაშაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა