ავღანეთში „თალიბანის“ თავდასხმას სულ მცირე 20 ძალოვანი ემსხვერპლა

ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ თავდასხმას სულ მცირე 20 ძალოვანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ტელეარხი Tolo news იუწყება.

„თალიბანის“ წევრებმა ბაღლანის პროვინციაში, რამდენიმე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თავდასხმა ღამით განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად 13 საკონტროლო-გამშვებ პუნქტს და რამდენიმე სოფელს „ბოევიკები“ აკონტროლებენ.

ტელეარხის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ უკვე აიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა