ჩრდილოეთ კორეაში რესპუბლიკის დაარსების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გაიმართა

ჩრდილოეთ კორეაში კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გაიმართა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, აღლუმზე ჩვეულებრივზე ნაკლები რაკეტა იყო წარმოდგენილი, უახლესი წარმოების კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები კი საერთოდ არ იყო. ამასთან, აღლუმის მონაწილეთა დიდ ნაწილს სამოქალაქო პირები - მედიკოსები და ინჟინერები წარმოადგენდნენ.

აღლუმის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარე კიმ გიონ ნამი შედარებით ნეიტრალური სიტყვით გამოვიდა, რომელშიც ხაზი ჩრდილოეთ კორეის არა ბირთვულ პოტენციალს, არამედ ეკონომიკურ მიზნებს გაუსვა. აღლუმს ესწრებოდა ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინიც, თუმცა შეკრებილებისადმი სიტყვით არ მიუმართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა