თამარ ჩუგოშვილი - მგონია, რომ "ომეგა ჯგუფი" მედიასაშუალებასთან კავშირს ბოროტად იყენებს

მგონია, რომ "ომეგა ჯგუფი" მედიასაშუალებასთან კავშირს ბოროტად იყენებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს ტელეკომპანია "იბერიასთან" და "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, კომპანიებმა გადასახადები უნდა გადაიხადონ და მეწილეებმა ერთმანეთთან ურთიერთობები სახელმწიფოს ჩარევის გარეშე უნდა გაარკვიონ.

"მგონია, რომ ძალიან არასწორი მიდგომაა, როდესაც ბიზნესმენები თავიანთ ფინანსურ პრობლემებს ნათლავენ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად. ვფიქრობ, ამასთან გვაქვს საქმე. თქვენს მფლობელებს, პარტნიორებს თუ აქვთ ფინანსური პრობლემები, მგონია, რომ უნდა მოიქცნენ ისე, როგორც ნებისმიერი ბიზნესმენი და არ გამოიყენოს ის, რომ კავშირი აქვთ მედიასაშუალებასთან. მგონია, რომ საქმე გვაქვს ამ კავშირის ბოროტად გამოყენებასთან. გადასახადები უნდა გადაიხადონ კომპანიებმა და მეწილეებმა ერთმანეთთან ურთიერთობები უნდა გაარკვიონ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა