ილია მეორე საკუთარ ნათლულებს და ქართველ ხალხს - დაეხმარეთ გაჭირვებულებს და ღმერთი დაგეხმარებათ თქვენ

მინდა მივმართო ჩემს ნათლულებს და ქართველ ხალხს, დაეხმარეთ გაჭირვებულებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ გაჭირვებულების დახმარება დიდი საქმეა.

„ყველაზე დიდი საქმე, რაც შეიძლება თქვენ გააკეთოთ, ეს არის გაჭირვებული ადამიანების დახმარება. მე მინდა მივმართო ჩემს ნათლულებს და ქართველ ხალხს, დაეხმარეთ გაჭირვებულებს და ღმერთი დაგეხმარებათ თქვენ“, - ბრძანა პატრიარქმა.

ამასთან, ილია მეორემ ბიბლიიდან, დანიელის წიგნიდან ამონარიდი წაიკითხა, რომელიც ანანია, აზარია და მისაელს შეეხებოდა. უწმინდესის თქმით, მრევლმა ხშირად უნდა წაიკითხოს ბიბლია. „ბიბლიაში იმდენი საიდუმლო და სიწმინდეა, რომ ბევრ რამეში გამოგვადება“, - განაცხადა პატრიარქმა.

ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.11.2019
მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
Konica Minolta-ს პირველი ოფისი 12 ნოემბერს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
ტოიოტა ფორტუნერი - თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე, ახლა უკვე დიზელის ძრავით
აგრესიული რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა