გია ვოლსკი - გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ “ქართულ ოცნებას“ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა არ ეყოლება, არის სწორი, აწონილ-დაწონილი და სტრატეგიულად გამართული

პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება, სადაც განხილვის მთავარი თემაა, პრეზიდენტობის რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მმართველი პარტია მხარს და როგორი იქნება ეს მხარდაჭერა. ხვალ ამავე საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატთაგან ერთადერთი, ვის მხარდაჭერაზეც პარტიის პოლიტსაბჭო იმსჯელებს, “ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ის არ არის უფლებამოსული ამაზე განცხადება წინასწარ გააკეთოს. მისივე თქმით, “აქ საუბარია არა მხოლოდ ერთ კანდიდატზე, არამედ იმაზეც, რა ფორმით და როგორ დაუჭერს მხარს პარტია მას, ვისაც შეარჩევს“.

“პოლიტსაბჭო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილოების საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის. არა მგონია, დღეს ახალი წინადადებები იყოს. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ “ქართულ ოცნებას“ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა არ ეყოლება, არის სწორი, აწონილ-დაწონილი და სტრატეგიულად გამართული როგორც ჩვენი, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

“ქართული ოცნების“ პოლისაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა