ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვართ, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვებს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი პარტიის მხარდაჭერით საპრეზიდენტო არჩევნებში აუცილებლად პირველ ტურში გაიმარჯვებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ეხებოდა იმას, თუ როგორია სალომე ზურაბიშვილის ელექტორალური შესაძლებლობები და რამდენად კონკურენტუნარიანი კანდიდატი იქნება, მათ შორის რამდენად ექნება რეგიონებში მხარდაჭერა.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერითა და თანადგომით ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში აუცილებლად პირველ ტურში გაიმარჯვებს“ , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოებას მოუწოდა, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო