ირაკლი კობახიძე - უზრუნველყოფილი იქნება სალომე ზურაბიშვილის მიმართ “ქართული ოცნების“ გუნდის სრული მხარდაჭერა

“ქართული ოცნების“ გუნდის სრული მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ უზრუნველყოფილი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტობის ყველაზე ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია საპრეზიდენტო უფლებამოსილებები სათანადოდ განახორციელოს.

კითხვაზე, ექნება თუ არა ზურაბიშვილს ფინანსური მხარდაჭერა “ქართული ოცნებისგან“, კობახიძემ განმარტა, რომ პარტია ზურაბიშვილს მხარს დაუჭერს კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ღონისძიების ფარგლებში.

პარტია “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, მმართველი პარტია 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და მხარს პრეზიდენტის პოსტზე დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა