ირაკლი კობახიძე - მაქსიმალური პლურალიზმის უზრუნველსაყოფად და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის თანამდებობა დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა დაეთმოს

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდში არაერთი ღირსეული ლიდერია, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვება შეეძლო, პოლიტიკურ ცხოვრებაში მაქსიმალური პლურალიზმის უზრუნველსაყოფად და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის თანამდებობა დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა დაეთმოს. ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა.

„მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც განვიხილეთ საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნების“ მონაწილეობის საკითხი. უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ „ქართული ოცნება“ იცავს პირობას და საპრეზიდენტო არჩევნებში არ წარადგენს თავის კანდიდატს. შეგახსენებთ ამ გადაწყვეტილების მიზეზებს: საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პოლიტიკური ძალაუფლება თავს იყრის პარლამენტსა და მთავრობაში, ხოლო პრეზიდენტი აღჭურვილია არსებითად წარმომადგენლობითი უფლებამოსილებებით. ამ სისტემაში, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული და მიუკერძოებელი თანამდებობის პირი და ის არ უნდა წარმოადგენდეს არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციის ინტერესებს, არამედ ის უნდა იყოს ხალხის ინტერესების ობიექტური დამცველი.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა დამკვიდრდეს პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციონირების ახალი, ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის დამახასიათებელი ტრადიცია, რასაც ჩვენს მიერ პარტიული კანდიდატის წამოყენება უდაოდ ხელს შეუშლიდა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა