მაია ცქიტიშვილი - ვფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილი შეძლებს იყოს საქართველოს ისტორიაში პირველი მიუკერძოებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი

ვფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილი მისი განვლილი ბიოგრაფიით, გამოცდილებით, პირადი თვისებებით შეძლებს იყოს საქართველოს ისტორიაში პირველი მიუკერძოებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ცქიტიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოსახლეობა არჩევნებზე მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. „პოლიტსაბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის თაობაზე და ვფიქრობთ, რომ ქალბატონი სალომე მისი განვლილი ბიოგრაფიით, გამოცდილებით, პირადი თვისებებითაც მათ შორის, შეძლებს, რომ იყოს საქართველოს ისტორიაში პირველი მიუკერძოებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი, რომელიც თავის დიპლომატიურ გამოცდილებას, განვლილ გზას მოახმარს ქვეყნის სამსახურს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოსახლეობაც ამ შემთხვევაში მას მხარს დაუჭერს არჩევნების პროცესში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის ფინანსური მხარდაჭერის ფორმებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი კანონის ფარგლებში იმოქმედებს. „ამ თემასთან დაკავშირებით დამატებით გვექნება კონსულტაციები გუნდის შიგნით“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა