გიორგი ვოლსკი ზაზა სარალიძის მიერ დაანონსებულ აქციაზე - ძალიან ცუდია, რომ ამ აქციებს გარკვეული პოლიტიკური ელფერი დაკრავს

ძალიან ცუდია, რომ ამ აქციებს გარკვეული პოლიტიკური ელფერი დაკრავს, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკიმ ზაზა სარალიძის გადაწყვეტილებას, აქციების თავიდან დაწყებასთან დაკავშირებით.

ვოლსკის თქმით, როგორც ირაკლი კობახიძის, ასევე მმართველი გუნდის ნებისმიერი წევრისთვის გასაგებია, რომ ადამიანი განიცდის და გლოვობს შვილის დაკარგვას.

კითხვაზე - იზიარებს თუ არა ირაკლი კობახიძის მოსაზრებას, რომ ზაზა სარალიძის აქციებს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს? ვოლსკიმ უპასუხა: „მე არ ვარ შორს იმ აზრისგან, მაგრამ თვითონ განცდა, როგორც ირაკლი კობახიძის, ასევე ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრისთვის, რომ ადამიანი განიცდის, ადამიანი გლოვობს შვილის დაკარგვას, მით უმეტეს, ასეთ მძიმე სიტუაციაში, ეს არის გასაგები“.

„ძალიან ცუდია, რომ ამას გარკვეული პოლიტიკური ელფერი დაკრავს, როდესაც აქციებზეა საუბარი. ვფიქრობ, არსებობს სასამართლო, რომელიც საკმაოდ დამოუკიდებელია იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღოს. არის სააპელაციო სასამართლო, სამართლებრივი გზა, რომელსაც უნდა გავყვეთ. ასევე იქნება კომისიის დასკვნა უახლოეს პერიოდში. პროკურატურაც სწორედ ამ თემაზე მიუთითებს, რომ საკითხს კიდევ ერთხელ დაუბრუნდება, როდესაც საპარლამენტო კომისიის გადაწყვეტილებებს მიიღებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა