ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ თერთმეტმეტრიანი დარტყმა მსაჯმა უსამართლოდ დანიშნა

ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიქსუ პაატელაინენი მიიჩნევს, რომ 9 სექტემბრის შეხვედრაში თერთმეტმეტრიანი დარტყმა მსაჯმა უსამართლოდ დანიშნა. როგორც პაატელაინენმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ პენალტის დანიშვნის მომენტში ისიმულიანტა და მსაჯი უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყო. მთლიანობაში მწვრთნელი საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილია.

"მსურს ჩემი გუნდი შევაქო თავდადებისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის თამაშით. სწორედ ისე ვითამაშეთ, როგორც დაგეგმილი გვქონდა. ვნანობ, რომ დავმარცხდით, უკმაყოფილო ვარ, თუმცა ჩემი გადასაწყვეტი არ არის, რატომ დაინიშნა თერთმეტმეტრიანი. საქართველო ჯგუფში ფავორიტია. ქართველი ფეხბურთელები ძლიერ ევროპულ ნაკრებებში თამაშობენ, თუმცა ყველას აქვს შესაძლებლობა წარმატების მიღწევის.

მიმაჩნია, რომ უსამართლოდ დაინიშნა პენალტი. მსაჯი უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყო ამ სიტუაციაში. მიმაჩნია, რომ თერთმეტმეტრიანი არ იყო", - განაცხადა მწვრთნელმა.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეორე ტურში მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის 77-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა თერთმეტმეტრიანი დარტყმის შედეგად გაიტანა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა