ფინანსთა მინისტრი ახალი საბაჟო კოდექსის პრეზენტაციას გამართავს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იმპორტიორებას და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს დღეს ახალი საბაჟო კოდექსის პროექტს გააცნობს, რომლის ამოქმედებაც 2019 წლის 1-ელი იანვრიდან იგეგმება. პრეზენტაცია ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“, 11:00 საათზე გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა განუცხადა, ახალი საბაჟო კოდექსი საბაჟო პროცედურების გამარტივების მიმართულებით მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებს.

მისი თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტი სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანი სტიმული გახდება ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე.

მინისტრის მოადგილემ „ინტერპრესნიუსს“ ის ძირითადი ცვლილებები გააცნო, რასაც ახალი საბაჟო კოდექსი მოიცავს: შემოდის მარტივი გაფორმების ახალი წესები და დეკლარირების ფორმები; იქმნება გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების შესაძლებლობა; საბაჟო გადაწყვეტილების მიღების დროს, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მეწარმის ინტერესები; ბიზნესის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება გარანტიის ახალი სახის (თავდებობა) გამოყენება; იქმნება მნიშვნელოვანი წინაპირობა, ბიზნესმა გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლოს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში;

ლაშა ხუციშვილის თქმით, ახალი საბაჟო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

„საბაჟო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში.

ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია იგეგმება 10 სექტემბერს და დაიწყება საჯარო განხილვები. საჯარო განხილვების ფორმატში გვექნება შეხვედრები კერძო სექტორთან, ექსპერტებთან, ყველა დაინტერესებულ მიზნობრივ ჯგუფთან, სადაც დეტალურად მოხდება კანონპროექტის განხილვა და მოხდება მათი პოზიციის გათვალისწინება.

ახალი საბაჟო კოდექსის ამოქმედება იგეგმება 2019 წლის 1 იანვრიდან და ითვალისწინებს ბიზნესისთვის უფრო მეტად გამარტივებულ საბაჟო პროცედურებს და შემცირებულ დანახარჯებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რაც მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მხრივ ევროკავშირის ბაზარზე,” - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა