საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის წარმომადგენელთა პალატის გარემოს კომიტეტის დელეგაცია იმყოფება

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის გარემოს კომიტეტის დელეგაცია იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კომიტეტის თავმჯდომარეს დანნა ბალცაროვას და დელეგაციის წევრებს ეროვნული სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე თორნიკე გვაზავა მოადგილეებთან ერთად შეხვდა.

მათივე ცნობით, მხარეებმა სატყეო სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელების გზები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, თბილისის მერიისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებს. ასევე, ეწვივნენ თუშეთის დაცულ ტერიტორიებს, სადაც მათივე ფინანსური მხარდაჭერით რამდენიმე პროექტი ხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო