შვედეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში სამთავრობო ალიანსი ლიდერობს

შვედეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში სამთავრობო „წითელ-მწვანე“ ალიანსი ლიდერობს. არჩევნებში მონაწილეთა ხმების 90%-ის დათვლის შემდეგ „სოციალ-დემოკრატიული პარტია“, „მემარცხენე პარტია“ და „გარემოს პარტია“ ამომრჩეველთა ხმების 40,6%-ს იღებს.

ოპოზიციური მემარჯვენე კოალიცია, რომელშიც შედიან: „ზომიერი პარტია“, „ცენტრის პარტია“, „ლიბერალური პარტია“ და „ქრისტიან დემოკრატები“ ხმათა 40,3%-ს იღებენ, ხოლო ევროსკეპტიკოსები „შვედი დემოკრატების“ პარტიიდან 17,7%-ს.

აღნიშნული შედეგი ცხადყოფს, რომ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა დამოუკიდებლად ვერ შეძლებს უმრავლესობით მთავრობის ფორმირებას. ოპოზიციური ალიანსის ლიდერმა ულფ კრისტერსონმა მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ „შვედი დემოკრატების“ ლიდერი იიმი ოკესონი აცხადებს, რომ მზად არის მოლაპარაკებები წარმართოს ოპოზიციურ ალიანსთან მთავრობის ფორმირების საკითხზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო