ავღანეთში „თალიბანის“ თავდასხმას 15 ძალოვანი ემსხვერპლა

ავღანეთში, რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად, 15 ავღანელი ძალოვანი დაიღუპა, ხოლო 18 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Tolo News ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, „თალიბანის“ წევრები კუნდუზის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს.

ავღანეთში სამთავრობო ძალებსა და რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ შორის დაპირისპირება გრძელდება. ავღანეთის უშიშროების ძალები მუდმივად ატარებენ ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში ოპერაციებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო