თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 260-ე კმ-ზე მოძრაობა შეიზღუდა

10-14 სექტემბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 260-ე კმ-ზე მოძრაობა შეიზღუდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტუირის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, 10 სექტემბრის 10:00 საათიდან 14 სექტემბრის 20:00 საათამდე, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 260-ე კილომეტრზე (სადგური სამტრედია I, კმ104 პკ. 8-ში) არსებულ დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე რეზინო-კორდული ფენილის რეაბილიტაციას.

„აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად, საჭიროა დროის მოცემულ პერიოდში სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა ქ. სამტრედიაში არსებული ადგილობრივი საავტომობილო ქსელის გავლით. სამუშაოების წარმოების პერიოდში, სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“,– აცხადებენ დეპარტამენტში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო