ირაკლი სესიაშვილი - მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ადამიანურ თუ სხვა რესურსს, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში გაიმარჯვოს

ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ადამიანურ თუ სხვა რესურსს, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში გაიმარჯვოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

"საპრეზიდენტო არჩევნები კარს არის მომდგარი და უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე ჩვენ ვიმსჯელებთ თუ რა ფორმით ჩავერთვებით ამ არჩევნებში. პოლიტსაბჭომ მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს და ჩვენ დღეს საუბარი გვექნება ამ საკითხზე. სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერა მოხდება კანონმდებლობის ფარგლებში. ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ადამიანურ თუ სხვა რესურსს, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში გაიმარჯვოს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო იმასთან დაკავშირებით, "ქართულ ოცნებას" უნდა წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა თუ მხარი დაეჭირა რომელიმე დამოუკიდებელი კანდიდატურისთვის.

"მივიღეთ გადაწყვეტილება და საერთო პოზიციებს დავიცავთ. მე ვფიქრობ, კითხვა რატომ ვუჭერთ მხარს სალომე ზურაბიშვილს, არასწორია, რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი - კითხვის ასე დასმა უფრო სწორი იქნება. ის არის ძალიან გამოცდილი ადამიანი", - აღნიშნა სესიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო