„იბერიამ“ პროტესტის ნიშნად რამდენიმე საათით მაუწყებლობა შეწყვიტა

ტელეკომპანია „იბერია“ მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. არხმა პროტესტის ნიშნად რამდენიმე საათით მაუწყებლობა შეწყვიტა.

კომპანიის თანამშრომლები ხელისუფლებას ზეწოლასა და ტელევიზიის დახურვის მცდელობაში ადანაშაულებენ. ამასთან, ტელეკომპანიის თანამშრომლები აპირებენ მსვლელობა გამართონ არხის შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე.

„ჩვენ არაფერს გვიტოვებენ, გარდა პროტესტისა. ჩვენ ვართ ჟურნალისტები და ვერ გამოვიყვანთ ტანკებს. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სიტყვით და რეპორტაჟებით გავაპროტესტოთ ის უკანონობა, რაც ხდება. მაუწყებლობას სამ საათში აღვადგენთ, როდესაც მთავრობის ადმინისტრაციიდან დავბრუნდებით. საქართველოს პროკურატურას მინიმუმ სისხლის სამართლებრივი ნიშნები მაინც უნდა აღმოეჩინა გუჩინდელ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით. მინიმუმ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლა არის ეს. ხალხს ვაჩვენებთ, რომ ჟურნალისტებზე ხდება ზეწოლა," - განაცხადა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა.

რაც შეეხება არხის მაუწყებლობის განახლებას, კომპანიაში აცხადებენ, რომ მაუწყებლობა საპროტესტო აქციის შემდეგ განახლდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო