წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ II კვარტალში 389.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის II კვარტალში 389.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 9.4 პროცენტით აღემატება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საწარმოებიდან მიღებული განახლებული მონაცემების საფუძველზე, საქსტატმა დააზუსტა 2017 წლის (რომლის შედეგადაც გამოქვეყნებული მაჩვენებელი გაიზარდა 0.3 პროცენტით) და 2018 წლის I კვარტალის (მაჩვენებელი შემცირდა 0.1 პროცენტით) მონაცემები.

2018 წლის II კვარტალში რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.9 პროცენტი შეადგინა.

2018 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი - 20.7 პროცენტი, ჩეხეთი - 20.0 პროცენტი, ნიდერლანდი - 16.8 პროცენტი.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2018 წლის II კვარტალში 64.2 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 108.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28.0 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორი 77.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - საფინანსო სექტორი 64.1 მლნ. აშშ დოლარით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა