ივანე მაჭავარიანი - ჩვენი საბაჟო უპირობო ლიდერია რეგიონში, დღეს საქართველოს ახალი ამოცანა აქვს და ეს არის ციფრული საბაჟოს კონცეფცია

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საბაჟო უპირობო ლიდერია რეგიონში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც მან იმპორტიორებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნო.

ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ დღეს საქართველოს ახალი ამოცანა აქვს და ეს არის ციფრული საბაჟოს კონცეფცია, რაც ყველა საბაჟო სერვისის ბიზნესისთვის ელექტორნული ფორმით მიწოდების შესაძლებლობას გულისხმობს.

“როგორც პრემიერმა აღნიშნა, კოდექსზე წარმოდგენილი წინადადებისა და შენიშვნების გათვალისწინების მიზნით შეიკრიბა ღია საკომუნიკაციო პლატფორმა. საჯარო განხილვის ფორმატში გაიმართება შეხვედრები ყველა დაინტერესებულ და მიზნობრივ ჯგუფთან. სიმბოლურია, რომ ახალ საბაჟო კანონმდებლობაზე ვსაუბრობთ წელს, როცა დამოუკიდებელი საქართველოს საბაჟოს ასი წელი შეუსრულდა. ფოთში, სადაც ახლა ვიმყოფებით, 1918 წლის აგვისტოს განკარგულებით შეიქმნა პირველი ხარისხის საბაჟო, სადაც სულ 42 მოხელე მუშაობდა. საუკუნის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საბაჟო უპირობო ლიდერია რეგიონში. ჩვენ დღეს ახალი ამოცანა გვაქვს და ეს არის ციფრული საბაჟოს კონცეფცია, რაც გულისხმობს ყველა საბაჟო სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მინისტრის თქმით, განახლებული საბაჟო ინფრასტრუქტურა, ევროპულთან დაახლოებული თანამედროვე კანონმდებლობა და ყველა საბაჟო სერვისის გაციფრულება, ეს ის სამი მიმართულებაა, რომელთა დასრულების შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს საბაჟო არამარტო რეგიონალური ლიდერი იქნება, არამედ მსოფლიო მასშტაბით მოწინავე ადგილს დაიმკვიდრებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა