ვასილ ურუშაძე - ქვეყანაში არ არსებობს სისტემა, რომელიც მოქალაქეს ავტომობილის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ განათლებას მიაწვდის

ქვეყანაში არ არსებობს რეალური სისტემა, რომელიც მოქალაქეს ავტომობილის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ განათლებას მიაწვდის, - ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმის „ჰაბ ჯორჯია" აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ურუშაძემ განაცხადა.

რაც შეეხება მართვის მოწმობების სისტემას, ურუშაძის თქმით, ამ სფეროში გასატარებელია რეფორმა.

„პირველ რიგში, შესაცვლელია საგანმანათლებლო სისტემა, რადგან ჩვენ ფაქტობრივად საგზაო მოძრაობის კომპონენტში, მართვის მოწმობების სტანდარტი არ გაგვაჩნია. ფაქტობრივად, განათლების გარეშე ვიღებთ მართვის მოწმობებს. რეალური სისტემა, რომელიც მოქალაქეს მიაწვდის განათლებას ავტომობილის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, ქვეყანაში არ არსებობს. პრობლემა არ არის საგამოცდო სისტემაში, პრობლემა არის ის, რომ შესაძლებელია განათლების მიღების გარეშე მიიღო რაიმე კვალიფიკაცია", - განაცხადა ვასილ ურუშაძემ.

მისივე თქმით, მართვის მოწმობის საგამოცდო ტესტებში 51 ახალი, ეკო მართვის ტესტის დამატება მისასალმებელი ინიციატივაა.

„მისასალმებელი ინიციატივაა. ყველა ქვეყანაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ავტომობილის ეკოლოგიურად მართვას. ამას სკოლებშიც ასწავლიან, ასევე მძღოლების გადამზადების სხვადასხვა პროგრამაშია ჩადებული ავტომობილის მართვის ეს ნაწილი. ეს არაა დამოკიდებული მხოლოდ ეკოლოგიაზე, ეს დამოკიდებულია ეკონომიაზე. ამ შემთხვევაში, ავტომობილის ეკოლოგიურად მართვა ეკონომიურად მართვას ნიშნავს", - განაცხადა ურუშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა