სერგო რატიანი „ოცნების“ მიერ ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე - ის, რომ საქართველომ დაიწყო ომი, დღეიდან „ქართული ოცნების" სავიზიტო ბარათი ხდება

"ევროპული საქართველოს" წევრის, სერგო რატიანის შეფასებით, ის, რომ 2008 წელს საქართველომ დაიწყო ომი, დღეიდან ხდება „ქართული ოცნების" სავიზიტო ბარათი. ასე აფასებს რატიანი „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომელიც საპრეზიდენტი არჩევნებზე მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.

„არანაირი დამოუკიდებელი კანდიდატი არ არსებობს, ეს რაღაც უცნაური თამაშებია. მმართველ გუნდს ჰყავს თავისი კანდიდატი და ამ კანდიდატს ჰქვია სალომე ზურაბიშვილი. მე ვფიქრობ, იმის შემდეგ, რაც მან განაცხადა საქართველოს მხრიდან ომის დაწყებასთან დაკავშირებით, უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ მმართველი ძალა სწორედ ამ კანდიდატს უჭერს მხარს. ეს არის „ქართული ოცნების" სრული ლუსტრაცია. ის, რომ საქართველომ დაიწყო ომი, დღეიდან ხდება "ქართული ოცნების" სავიზიტო ბარათი", - განაცხადა სერგო რატიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა