გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია” მთავრობას მოუწოდებს, ფაროსანას მიერ მოსავლის განადგურების გამო, მოსახლეობას კომპენსაცია მისცეს

გაერთიანებული ოპოზიციის " ძალა ერთობაშიას” რეგიონული ლიდერები მურთაზ ზოდელავა და და ლევან ხაბეიშვილი მთავრობას მოუწოდებენ, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს მოსახლეობას, რომელთაც თხილის მოსავალი ფაროსანამ გაუნადგურა, კომპენსაცია მისცეს. ამისთვის გაერთიანება “ძალა ერთობაშია” ხელისუფლებას ორი კვირის ვადას აძლევს.

“საქართველოს მთავრობას და დასავლეთ საქართველოში რეგიონულ ხელმძღვანელობებს საგანგებო მოთხოვნით მივმართავთ, კერძოდ, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში, ყველამ იცის, რომ თხილის კულტურა ძირითადი კულტურა გახდა და ის არის თითქმის უმეტესობა ოჯახების ძირითადი შემოსავლის წყარო. მას შემდეგ, რაც წელს და შარშან მოხდა ფაროსანას მიერ ამ კულტურის ფაქტობრივად განადგურება, ეს ოჯახები ითხოვენ დახმარებას და ხელისუფლება დუმს. ჩვენ მათი მოვუწოდებთ, რომ სასწრაფოდ შეიმუშაონ პროგრამა, რომელიც განახორციელებს ამ ოჯახებისთვის კომპენსაციის განსაზღვრას და ეს უმოკლეს ვადებში გააკეთონ. ამის განსახორციელებლად ორი კვირის ვადას ვაძლევთ. ამის სახსრები საქართველოს ბიუჯეტშიც არსებობს და თუნდაც ის ფული, რაც მუნიციპალიტეტებში ბიძინა ივანიშვილის ხეების თრევაში დაიხარჯა, შესაძლებელია, რომ ეს ფული ივანიშვილისთვის მოთხოვნილ იქნას კოლექტიური სარჩელით გამგებლების, მერების, გუბერნატორების მიერ და ამ ფულით მოხდეს ამ ოჯახების კომპენსირება. ამის შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩვენ განვახორციელებთ სპეციალურ პროგრამას, ჩვენ შევალთ ყველა სოფელში, აღვრიცხავთ ყველა დაზარალებულ ოჯახს და ამ საკითხს შევიტანთ გაერთიანებული ოპოზიციის წინასაარჩევნო პროგრამაში და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამას განვახორციელებთ”,- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ფაროსანამ თხილი სამივე რეგიონში დაახლოებით 100 000 ოჯახს გაუნადგურა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, მხოლოდ გურიაში არსებულმა ზარალმა 52-56 მილიონ ლარს მიაღწია, ხოლო გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ერთად აღებული ზარალი მინიმუმ 200 მლნ ლარია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს