„ევროპული საქართველო“ არასამთავრობო სექტორს მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას აცნობს

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვენს მიერ შედგენილ რეკომენდაციებზე ანგარიშს ჩავაბარებთ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა.

რატიანმა კომენტარი გააკეთა მისი პარტიის წევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის დაწყებამდე და აღნიშნა, რომ "ევროპული საქართველო" ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად მზად არის.

"დღეს შეხვედრა გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ ანგარიშს ჩავაბარებთ მათ ძირითად რეკომენდაციებთან დაკავშირებით. საუბარია ძირითადად რამდენიმე საკითხზე - ეს არის მ.კ.-ს მონაწილეობა ჯგუფურ მკვლელობაში, მირზა სუბელიანის როლზე, რომელიც აშკარად იკვეთება და მის მიმართ ხელის დაფარების საკითხი. საუბარი იქნება ასევე იმ დარღვევებზე, რომელიც განახორციელეს შს სამინისტროში გამომძიებლებმა და ასევე პროკურატურის თანამშრომლებმა. ჩვენ ვისაუბრებთ მათი ბრალეულობის შესახებ. არის ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობები დღევანდელ შს მინისტრ გახარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან დაკავშირებით. საუბარია ასევე ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. ალბათ, არასამთავრობოებს ექნებათ კითხვები და ჩვენ გვექნება ამ კითხვებზე პასუხები და დაზუსტებები", - განაცხადა სერგო რატიანმა.

შეხვედრა ამ წუთებში პარლამენტში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა