გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში, უვადოდ გამწესების შესახებ განაცხადი ორ ვაკანსიაზე შეიტანა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში, მისი უვადოდ გამწესების შესახებ განაცხადი ორ ვაკანსიაზე შეიტანა. როგორც მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, უვადოდ გამწესების თაობაზე განაცხადი შეტანილი აქვს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში. ამის მოტივაციად გიორგი მიქაუტაძე მის კარიერულ წინსვლას ასახელებს.

„მოტივაცია არის, მარტივი ისევე, როგორც სხვა კონკურსანტების შემთხვევაში. მე ვარ ვადიანი მოსამართლე. დაახლოებით 3 წელია დარჩენილი ჩემი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. რა თქმა უნდა, მეც ჩემს კარიერულ წინსვლაზე ვფიქრობ და ეს ბუნებრივია. ვფიქრობ, იმაზე, თუ რა ბედი ელის ჩემს კარიერას მომავალში. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე ვცდი იმას, რომ უვადო მოსამართლედ ვიყო დანიშნული. თუ ნახავდით ჩემს განაცხადს, არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში, სადაც დღეს ვარ გამწესებული, ასევე განაცხადი არის თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ამ ორ ვაკანსიაზე მაქვს იგივე ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ორი განაცხადი გაკეთებული“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა კონკურსი 43 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო გიორგი მიქაუტაძის განაცხადს მხარს დაუჭერს, ის უვადოდ გამწესდება. ასევე, კონკურსში მონაწილეობენ საბჭოს მოქმედი წევრები, რეზო ნადარაია, ირაკლი ბონდარენკო და ვასილ მშვენიერაძე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და უვადო მოსამართლეა.

ცნობისთვის, აღნიშნულ პროცესს საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლოებში გადაადგილების პროცესს უწოდებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს