რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური - უკრაინის სპეცსამსახურები „ისლამურ სახელმწიფოს“ რუსეთში ტერაქტების ორგანიზებაში დახმარებას უწევენ

უკრაინის სპეცსამსახურები აქტიურ დახმარებას უწევენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების ორგანიზებაში, - ამის შესახებ დღეს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს.

„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაკავებული წევრის ჩვენების მიხედვით, უკრაინული სპეცსამსახურები აქტიურ დახმარებას უწევენ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ დაფინანსებაში, შეიარაღებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდებაში, რომლის მიზანია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მოწყობა“, - განაცხადეს ФСБ-ში.

უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები ასევე ჩართული არიან უკრაინის სპეცსამსხურების დავალებით დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიდერების ლიკვიდირებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა