საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა აქვთ სრულად გადავიდნენ მოდულური პროგრამების განხორციელებაზე

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების შემუშავების და ოპტიმიზაციის პროცესი დასრულდა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეისათვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა აქვთ სრულად გადავიდნენ მოდულური პროგრამების განხორციელებაზე და შრომის ბაზარს შესათავაზონ 59 ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით მომზადებული სპეციალისტები. არსებული ჩარჩო დოკუმენტები 195 პროფესიულ სტანდარტს ეყრდნობა და 92 განსახვავებული პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების შესაძლებლობას იძლევა.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტებზე მუშაობა 2013 წლიდან დაიწყო და ისინი DACUM მეთოდოლოგიით, ბიზნესის აქტიური ჩართულობითაა შემუშავებული. შესაბამისად, ე.წ. მოდულური საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა განხორციელება დუალური მიდგომითაცაა შესაძლებელი, მთლიანად ითვალისწინებს შრომის ბაზრის არსებულ მოთხოვნებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

მოდულური პროგრამების განხორციელება 2015 წლიდან მიმდინარეობს და მათი დანერგვის მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება. მიმდინარე წლის შემოდგომაზე, უკვე დანერგილ 313 მოდულურ პროგრამასთან ერთად ასამდე ახალი პროგრამა იქნება შეთავაზებული საზოგადოებისათვის მშენებლობის, ტრანსპორტის, სერვისების, კულინარიის, ინფორმაციის ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. პროგრამების თითქმის მეხუთედი ნაწილი დუალური სწავლების მიდგომით განხორციელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა