ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლების საპროტესტო აქცია გაიმართა. არხის წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, შეწყვიტონ „ომეგა ჯგუფსა“ და ტელეკომპანია „იბერიაზე“ ზეწოლა.

საპროტესტო აქციაზე განცხადება გააკეთა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვახო ხუზმიაშვილმა და აღნიშნა, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ.

"ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ არ დავთმობთ ტელეკომპანია „იბერიას“ და ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე ამის რესურსი გვექნება. ფორმალურად მაინც შეიძლებოდა კანცელარიიდან პრესსამსახური გამოსულიყო, თუმცა დასტურდება, რომ მათ თავისუფალი მედია არ აინტერესებთ", - განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.

ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი არხის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს "იბერიას " კრიტიკულ პოზიციას უკავშირებს.

"არსებული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არსებობს, რომ შეწყდეს ქვეყნის მაფიოზური და კლანური მმართველობა და იყოს თავისუფალი მედია. „იბერია“ კრიტიკულია და მხოლოდ ამის გამო ერჩიან „ომეგა ჯგუფს“. ლევან ყიფიანმა გუშინ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში თქვა, რომ დავალებებს იღებდა კანცელარიიდან. ამ ჩანაწერით დასტურდება, რომ პროცესები კომპანიის კრიტიკულ პოზიციას უკავშირდება", - განაცხადა ლუბა ელიაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტები მოითხოვენ სამართალდამცველების რეაგირებას გუშინ გავრცელებული აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით. ჟურნალისტების განცხადებით, აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ეუბნება, რომ პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ უნდა დათმოს „იბერია“.

ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია მსვლელობა არხის ოფისიდან დაიწყეს და მთავრობის ადმინისტრაციასთან დაასრულეს. აქციის პარალელურად პროტესტის ნიშნად გათიშული იყო ეთერი. მათივე ინფორმაციით, სამსახურში დაბრუნებისთანავე ეთერი აღდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა