სასამართლომ ნიკა მელიას 3 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა, რის გამოც მელიამ მოსამართლეს „მონა“ უწოდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას 3 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის მიერ 11 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განხორციელებული ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეფასდა.

გადაწყვეტილებამ ნიკა მელიას უკმაყოფილება გამოიწვია, რომელმაც მოსამართლე ლაშა თავართქილაძეს „მონა“ უწოდა. მელიას შეფასებით, გადაწყვეტილება უკანონოა და მას აუცილებლად გაასაჩივრებს.

ნიკა მელია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 11 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს. მას პოლიცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას ედავება. კერძოდ, ნიკა მელიას პოლიცია კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. დაკავების შემდეგ მელია ხელწერილით გაათავისუფლეს, მისი საქმის სასამართლო განხილვა კი სექტემბერში დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა