ნიკა მელია - მოსამართლემ წარმოუდგენელი რაღაც გააკეთა - შავზე თქვა თეთრი

მოსამართლე თავართქილაძემ გააკეთა წარმოუდგენელი რამ - შავზე თქვა რომ თეთრია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 3 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მელიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გააყალბა და მოსამართლემ გადაწყვეტილება გაყალბებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო.

"სხვა გადაწყვეტილებას არც ველოდებოდი მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლოში, მაგრამ მოსამართლე თავართქილაძემ წარმოუდგენელი რაღაც გააკეთა - შავზე თქვა თეთრი. ეს უნდა მოინდომო და გაიწყვიტო შუბლის ძარღვი რომ თქვა. გაყალბებული დოკუმენტი უდევთ საქმეში, რომელიც გახარიას სამინისტრომ წარმოადგინა. ჩემი დაკავების დღეს ოქმი არ შედგენილა, არამედ შედგა თითქმის თვენახევრის შემდეგ და გაასაღეს თითქოს ჩემი დაკავების დღეს გაფორმდა დოკუმენტი", - განაცხადა მელიამ.

ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 11 ივნისს ადმინისტრაციული ოქმის შედგენის ფაქტი სამხრე კამერაზე არაა დაფიქსირებული.

"ბატონი ლაშა თავართქილაძე არის მურუსიძისა და ჩინჩალაძის მეგობარი. ასევე ვინმე ბზიკაძე, რომელიც პოლიციის ჩვეულებრივი „ზონდერ თანამშრომელია“. მე პრაქტიკულად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი ბზიკაძე იქნება ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც პასუხს აგებს არა ჩემს საქმესთან დაკავშირებით, არამედ მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით. ასეთი ადამიანები პატრულირებენ ქალაქში მაშინ, როდესაც ადამიანს თავზე ტომარას აცმევენ და იტაცებენ. აი ეს არის დღევანდელი სასამართლო და მართლმსაჯულება. გაათმაგებული მოტივაციით გავდივარ მე ახლა ამ ვითომ სასამართლოს შენობიდან და ვაგრძელებ ბრძოლას ამ უსამართლო, ოლიგარქიულ რეჟიმთან, რომელსაც შეუძლია თქვას შავზე თეთრი", - განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას 3 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის მიერ 11 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განხორციელებული ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეფასდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს