კახა კალაძე - პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი პოლიტიკური პლურალიზმისთვის მნიშვნელოვანია

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი პოლიტიკური პლურალიზმისთვის მნიშვნელოვანია და შესაბამისად, იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა, რომელმაც „ქართული ოცნების“ მიერ საპარეზიდენტო არჩევნებზე მხარის სალომე ზურაბიშვილისთვის დაჭერის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირა, რადგან იგი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატია და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს.

კალაძის თქმით, გუნდში აზრთასხვადასხვაობა იყო და იყო საუბარი იმაზეც, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი უნდა წარედგინა.

„იყო გუნდში საუბარი იმაზე, რომ „ოცნებას“ თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა წარედგინა. იყო კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი. გულწრფელად გეტყვით,

პირველივე ტურში შესაძლებელი იყო გამარჯვების მიღწევა, თუმცა ჩვენ გამოვდივართ ქვეყნის ინტერესებიდან და მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი პოლიტიკური პლურალიზმისთვის მნიშვნელოვანია და შესაბამისად იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ კანდიდატს და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის კანდიდატს, რომელიც რა თქმა უნდა, თავისი ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას შეეცდებოდა.

დღეს ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც იქნება სახელისუფლებო შტოებს შორის დამბალანსებელი. გადაწყვეტლება, რომელიც გუშინ გუნდმა მიიღო, მნიშვნელოვანია. თუ რა ფორმით იქნება მხარდაჭრა, ამას უახლოეს დღებში მოგახსენებთ“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ბევრი ღირსეული კანდიდატი ჰყავდა, თუმცა თავი შეიკავა დაესახელებინა კონკრეტული პირები.

სტეპან გრიგორიანი - სომხურმა შენაერთებმა ის სამი სიმაღლე დაიკავეს, რომელსაც ადრე აზერბაიჯანი აკონტროლებდა
რასიმ მუსაბეკოვი - როცა მოლაპარაკებები არანაირ შედეგს  არ იძლევა, ასეთი ვითარება მხოლოდ ომის განახლებით შეიძლება დასრულდეს, ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2020
ზაზა ფირალიშვილი - არ ჩანს დიდი იდეა, არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას
ტერაბანკის ინოვაციური ბოტის საკომუნიკაციო კამპანიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ჰიუნდაი ავტო საქართველომ სონატას ახალი მე-8 თაობის მოდელი წარადგინა
სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ სპა ცენტრი განახლებული შეთავაზებებით ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება