საქართველოში ევროპის ეკოტურიზმის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია იმართება

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, 10-12 სექტემბერს, ილიაუნში, საქართველოში ევროპის ეკოტურიზმის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია იმართება.

ილიაუნის ინფორმაციით, კონფერენციის მთავარ მომხსენებლებს შორის არიან მსოფლიო ეკოტურიზმის ქსელის აღამსრულებელი დირექტორი გენ ჯამპოლი და აზიის ეკოტურიზმის ქსელის დამფუძნებელი მასარუ ტაკაიამა.

3-დღიან კონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავენ და დარგის პროფესიონალებს, სტუდენტებსა და თემატიკით დაინტერესებულ სხვა პირებს პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ ეკოტურიზმის სპეციალისტები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, იაპონიიდან, კოსტა რიკიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, ნორვეგიიდან, პორტუგალიიდან, ხორვატიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მონტენეგროდან და ბელორუსიიდან.

კონფერენციის მისია ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების მხარდაჭერაა; ასევე ევროპაში ტურიზმით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენის შემცირებაზე მსჯელობა და ამ მიმართულებით კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება.

კონფერენციის მთავარი მიზანია: საქართველოს ეკოტურისტულ ქვეყნად პოზიციონირების ხელშეწყობა ევროპის ეკოტურიზმის საზოგადოებაში და ამ საზოგადოების თანაბარუფლებიანი წევრობის უზრუნველყოფა ქვეყნისთვის; ევროპის ეკოტურიზმის საზოგადოების წარდგენა ფართო საზოგადოებისთვის საქართველოში; ეკოტურისტული ბიზნესისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნა მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით; საქართველოში ეკობრენდინგის შექმნის მიზნით ეკოსტანდარტების შესახებ დისკუსიის ინიცირება.

კონფერენციის პროგრამა დაყოფილია სესიებად თემატიკის მიხედვით.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს