შსს-ს წარმომადგენლის შეფასებით, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლომ მტკიცებულებებს სწორი შეფასება მისცა

შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლის შეფასებით, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლომ მტკიცებულებებს სწორი შეფასება მისცა. როგორც შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ალეკო ნაჭყებიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შსს-მ სასამართლოს საკმარისი მტკიცებულებები წარუდგინა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს ადასტურებდა.

"2018 წლის 11 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ნიკა მელიამ ჩაიდინა სამართალდარღვევის ფაქტი, რაც გამოიხატა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობაში. შედგა სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც სასამართლოს გადაეცა განსახილველად. სასამართლომ დღეს განიხილა აღნიშნული სამართლდარღვევის საქმე. საქმეზე წარდგენილი იყო საკმარისი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა ნიკა მელიას მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა აღნიშნულ მტკიცებულებებს და ნიკა მელია სამართალდამრღვევად სცნო", - განაცხადა ალეკო ნაჭყებიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას 3 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის მიერ 11 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განხორციელებული ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეფასდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს