არჩილ თალაკვაძე - ყველამ თავის სავიზიტო ბარათს მიხედოს - ზოგიერთ ბარათზე აგვისტოში გაგზავნილი წერილებია რუსეთში ჩასატარებელ კონცერტებზე, ზოგიერთზე კი დანა-ჩანგალი

ყველამ თავის სავიზიტო ბარათს რომ მიხედოს, არ იქნება ურიგო. ზოგიერთის სავიზიტო ბარათზე აგვისტოში გაგზავნილი წერილებია რუსეთში ჩასატარებელ კონცერტებზე, ზოგიერთის ბარათზე კი დანა-ჩანგალი, - ასე ეხმაურება ოპოზიციის წარმომადგენლების დღევანდელ განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

თალაკვაძე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შავი პიარის აგორების ნაცვლად, საკუთარ კამპანიაზე დახარჯონ მეტი დრო და ენერგია.

„ყველამ თავის სავიზიტო ბარათს რომ მიხედოს, არ იქნება ურიგო. ზოგიერთის სავიზიტო ბარათზე აგვისტოში გაგზავნილი წერილებია რუსეთში ჩასატარებელ კონცერტებზე, ზოგიერთის ბარათზე კი დანა-ჩანგალი. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას, სჯობს, საკუთარ კამპანიაზე დახარჯონ მეტი დრო და ენერგია. სალომე ზურაბიშვილს საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანაში აქვს განსაკუთრებული დამსახურება. ჩვენი და სალომე ზურაბიშვილის პოზიცია აგვისტოს ომზე ცალსახაა - აგრესორი არის რუსეთი. საქართველო გააგრძელებს განვითარებას და წინსვლას, ჩვენ გვაქვს ბევრი საქმე შემოდგომაზე, მათ შორის არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა