კახა კალაძე - ტელევიზიას ბიზნესი ამოაფარო და გადასახადები არ გადაიხადო, რასაც კანონი გავალდებულებს, ეს არასწორი მიდგომაა

ტელევიზიას ბიზნესი ამოაფარო და გადასახადები არ გადაიხადო, რასაც კანონი გავალდებულებს, ეს არასწორი მიდგომაა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იბერიაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

თბილისის მერის განცხადებით, დღეს ყველა მედიასაშუალება თავისუფალია და ეს 2012 წლის შემდეგ მონაპოვარია.

„საერთო ძალისხმევით დასრულდა ის პერიოდი, როდესაც ყველა მედიასაშუალება ერთ ადამიანს ედო ჯიბეში. ტელეკომპანია „იბერიას“ არანაირი პრობლემა არ აქვს. მის მფლობელს სხვა კონკრეტულ ბიზნესში აქვს პრობლემა და ეს მისგან არის გამოწვეული. როგორც მე ვიცი, ბიუჯეტის მიმართ საკმაოდ დიდი დავალიანება აქვს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ხელშეწყობა ყოფილიყო, მაგრამ ახლა ტელევიზიას ბიზნესი ამოაფარო და გადასახადები არ გადაიხადო, რასაც კანონი ავალდებულებს, ეს არასწორი მიდგომაა. კანონის წინაშე ყველა უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი. ბიზნესის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს სექტორი ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ზოგადად, ჩვენი მხრიდან ყოველთვის არის მხარდაჭერა და თანადგომა. უბრალოდ, ყველაფერს აქვს საზღვარი“, – განაცხადა კალაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლების დღის წესრიგი მორგებულია არჩევნებს, სამწუხაროდ, არ ფიქრობს ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე და თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ