სერგი კაპანაძე - ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დასკვნა მიღებულია და აღარ შეიცვლება - დოკუმენტს პარლამენტისგან მომდევნო ლეგიტიმაცია არ სჭირდება

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დასკვნა მიღებულია და ის აღარ შეიცვლება - დოკუმენტს პარლამენტისგან მომდევნო ლეგიტიმაცია არ სჭირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძემ არასამთავრო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს დღეს საგამოძიებო კომისიის დასკვნა და მასში ასახული რეკომენდაციები გააცნო. როგორც დეპუტატმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მათი მხრიდან საგამოძიებო კომისიის დასკვნა უაღრესად პოზიტიურად არის აღქმული.

„ყველა იზიარებს მთავარ მიგნებებს, რაც საგამოძიებო კომისიის დასკვნაშია ასახული. ისინი ეთანხმებიან როგორც ჩვენს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ასევე კონკრეტულ მოსაზრებებს. ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა, ხელისუფლება ვაიძულოთ, რომ დასკვნაში ასახული რეკომენდაციები შეასრულოს. ჩვენი მიზანია პროგრესი ორი მიმართულებით იყოს მიღწეული - ერთი ეს არის კონკრეტული პირის მიმართ ბრალის წარდგენა, რაზეც ჩვენ რეკომენდაცია გავეცით და ასევე, უნდა დაისაჯოს ხალხი, ვინც პასუხისმგებელია გამოძიების ჩავარდნაზე. კომისიის მიერ დასკვნა მიღებულია, ის აღარ შეიცვლება და პარლამენტისგან მომდევნო ლეგიტიმაცია აღარ სჭირდება. რაც შეეხება პარლამენტის მიერ დადგენილების მიღებას, დადგენილება ან იქნება ან - არა. იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ დადგენილებას წარმოადგენს, ჩვენ მზად ვართ, მასზე ვიმუშაოთ, მაგრამ რა ფორმით და როგორ გავა დადგენილება პარლამენტში, ამას დასკვნის შინაარსთან კავშირი არა აქვს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა ბიუროს დღეს წარედგინება და განსახილველად უახლოეს პლენარულ სხდომაზე გავა, რასაც პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო