რომან გოცირიძე - სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ძალიან სახიფათოა, მაგრამ ოპოზიციისთვის სასარგებლოა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა კანდიდატურა, რომელიც ესიამოვნება არა ქართველ ხალხს, ან „ქართულ ოცნებას", არამედ ესიამოვნება რუსეთს.

ასე ეხმაურება რომან გოცირიძე „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი.

„უმრავლესობიდან არც ერთი ადამიანი არ უჭერდა მხარს სალომე ზურაბიშვილს. ბოლომდე ეგონათ, რომ ბიძინა ივანიშვილი შეცვლიდა კანდიდატურას, მაგრამ მივიღეთ კანდიდატურა, რომელიც ერთპიროვნულად წარმოადგინა ბიძინა ივანიშვილმა და ესიამოვნება არა ქართველ ხალხს, ან „ქართულ ოცნებას", არამედ ესიამოვნება რუსეთს. ეს არის სამწუხარო სურათი. დღეიდან დაიწყება სალომე ზურაბიშვილის ქება იმ ადამიანების მხრიდანაც კი, რომლებიც კულუარებში ლანძღავდნენ მას. ეს კანდიდატურა ძალიან სახიფათოა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ სასარგებლოა ოპოზიციისთვის, რადგან მასზე დაბალი რეიტინგის მქონე კანდიდატის წარმოდგენა „ქართული ოცნების" მხრიდან შეუძლებელი იყო", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა