ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არ წარედგინა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არ წარედგინა.

კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე დაინტერესდა, რა იყო ამის მიზეზი, რადგან როგორც თავად განმარტა, საგამოძიებო კომისიის დასკვნა 6 სექტემბერს გადაიგზავნა და ბიუროს დღის წესრიგში უნდა ასახულიყო. პასუხად სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომამდე ბიუროს კიდევ ერთი სხდომა გაიმართება და დოკუმენტი დღის წესრიგს აუცილებლად დაემატება.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად პარლამენტის ბიუროს წარედგინება. ბიურო ვალდებულია საკითხი უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს.

ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნას “ქართული ოცნება“ მხარს არ უჭერს.

ამირან სალუქვაძე - რაც ახლა ხდება, ეს არა პოლიტიკური კრიზისი, არამედ პოლიტიკურ ოპონენტთა შორის თანაცხოვრების კრიზისია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.11.2019
მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
თეგეტა მოტორსის სპეციალური შეთავაზება ზამთრის საბურავებზე
სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბურმა აქცია დაიწყო!
სპეციალური პირობები სამშენებლო კომპანიებისთვის SAP Business One-ის დანერგვაზე BDO-სგან
26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - საბვეიში განახლებული მენიუა (R)