ნუკრი ქანთარია სალომე ზურაბიშვილის შესახებ - მას შთამბეჭდავი თავგადასავალი აქვს

ჩვენი მხარდაჭერის გარეშე მეეჭვება ვინმეს ჰქონდეს გამარჯვების დიდი შანსი, თუმცა მას აქვს თავისი ხიბლი, რომლითაც სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდა სხვას, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია "ქართული ოცნების" მიერ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

ქანთარიას თქმით, მმართველმა გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს.

"ვფიქრობ, პოლიტსაბჭოზე ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღეს. ეს საკითხი ადრეც იდგა და აღმოჩენა არ იყო, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა გადავწყვიტეთ. მე მასში მომწონს, რომ მას აქვს შთამბეჭდავი თავგადასავალი და ის პიროვნულად ძალიან წონიანი დაჯდება ნებისმიერთან, იქნება ეს ტერეზა მეი, მაკრონი თუ სხვები. ის იქნება საკმაოდ საინტერესო პრეზიდენტი“,- აცხადებს ქანთარია.

რაც შეეხება მმართველი პარტიის მიერ ზურაბიშვილისთვის დაფინასების გამოყოფის შესაძლებლობას, ქანთარია ამბობს, რომ გუნდი ყველანაირად ჩართული უნდა იყოს წინასაარჩევნო კამპანიაში.

"ყველანაირად ჩართული უნდა იყოს რაც კანონს არ ეწინააღმდეგება",- აღნიშნა ქანთარიამ.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს უჭერს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა