ნიკოლოზ გაგუა - „საქსტატის“ მონაცემები იმის დემონსტრირებაა, რომ საქართველოში ბიზნესგარემო უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველია

„საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემები ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ შეაფასა. მისი განცხადებით, პირველ კვარტალში დაფიქსირებული პირდაპირი ინვესტიციების 9.4% -იანი ზრდა მნიშვნელოვნად პოზიტიური ციფრია.

„გასული წელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით რეკორდული იყო ჩვენი ქვეყნისთვის და ის იყო უპრეცედენტო რეგიონის ფარგლებშიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველომ კვლავაც განაგრძოს პირდაპირი უცხოური ინვესიტიციების მოზიდვის ზრდის ტენდენცია. „საქსატატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემები არის იმის დემონსტრირება, რომ საქართველოში ბიზნესგარემო არის ძალიან კარგი უცხოური ინვესტიციებისათვის და ჩვენი ამოცანაა აღნიშნული გარემოს გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

„საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 389.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 9.4 პროცენტით (33.4 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა.

„აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მეორე კვარტალში 34.3 პროცენტით (45.7 მლნ. აშშ. დოლაით) გაიზარდა რეინვესტირების მაჩვენებელი და 178.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. რეინვესტირების წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 45.9 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 8.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო