თორნიკე რიჟვაძე აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ვერნერ ლიპახს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით რეგიონში მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიის შესაბამისად, ბანკის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს გზების, ენერგო სექტორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურა და მომსახურება, საჯარო სექტორის მართვა, კერძო სექტორის განვითარება, ფინანსური სექტორის გაღრმავება და ინკლუზიურობა, მმართველობა, გენდერული თანასწორობა და ცოდნაზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, აჭარის რეგიონში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

,,აღსანიშნავია, რომ საქართველოს და ADB- ს ათ წელზე მეტი წარმატებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომლის დროსაც ჩვენს რეგიონში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი პროექტები, როგორიცაა "ბათუმი და ქობულეთის შემოვლითი გზა", "ბათუმი-სარფის გზატკეცილი", "ბათუმის სანაპირო დაცვა. მოხარული ვარ, რომ 2016 წლიდან საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) წევრია, რომლის ფარგლებშიც ხვალიდან ჩვენ ვახორციელებთ ასეთ ფართომასშტაბიან ღონისძიებას, როგორიც არის მე -3 საინვესტიციო-ენერგეტიკული ფორუმი, სადაც იკრიბება მაღალი რანგის სტუმრები მთელი მსოფლიოში. მნიშვნელოვანია, რომ სამომავლო პროექტებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობას განვაგრძოთ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ვერნერ ლიპახს მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი პროექტები გააცნო. მხარეებმა აზიის განვითარების ბანკის აღნიშნულ პროექტებში ჩართულობის სკითხიც განიხილეს.

შეხვედრას საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი იეშიმ ელჰან-კაიალარი და უფროსი პროექტ ოფიცერი ავთანდილ ცხვიტავა ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა