დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, ბევრი კითხვაა იმ კანონპროექტის მიმართ, რომელიც ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარულზე ადმინისტრაციული ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, ბევრი კითხვა არსებობს იმ კანონპროექტის მიმართ, რომელიც საქართველოში, საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარულზე ადმინისტრაციული ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს.

„ამ ეტაპზე ინიცირებულ კანონპროექტს არ ვიცნობ. არ ვიცი, რას ეყრდნობა ის და რამდენად გათვალისწინებულია სხვა ქვეყნების გამოცდილება - კრძალავს ერთი კონკრეტული რელიგიური ჯგუფის გამოხატულების თავისებურებებს თუ ყველას. სანახავია, ეს არის სეკულარული კანონი თუ არის შემზღუდავი კანონი. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს კანონს, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ. არ ვიცი, ამაში რამდენად ტერორიზმის საფრთხე იმალება - არც ამაზე მაქვს პასუხი! ჩემთვის პრინციპულად მისაღები ღირებულებაა სეკულარიზმი, მაგრამ მიუღებელია რომელიმე რელიგიის დისკრიმინაცია - გადაწყვეტილებას სწორედ ამ ორი პრინციპის გათვალისწინებით მივიღებ“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ დიმიტრი ცქიტიშვილმა.

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრის ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინა, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული, შესაძლოა ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება გახდეს.

პროექტის გათვალისწინებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" ახალი მუხლი ემატება - სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

ამასთან, აკრძალვა არ გავრცელდება საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლებზე.

„კანონპროექტის მომზადების მიზეზია საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებული ჩადრით, ნიქაბით და ბურკით ტურისტების სიარული. აღნიშნული სამოსელი არ იძლევა პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას, გარდა ამისა, შეიცავს საფრთხეებს ტერორიზმის კუთხით. ევროპის ქვეყნებში უკვე მოქმედებს აკრძალვები ამ კუთხით. კერძოდ, ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული აკრძალულია: ჰოლანდიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ბულგარეთში და ლატვიაში. მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ამ ქვეყნების რიცხვს დანიაც შეუერთდა", - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა