ნინო ენუქიძემ „ენერგეტიკული თანამშრომლობის“ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ბათუმში აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებული მაღალი დონის „ენერგეტიკული თანამშრომლობის“ შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას თავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე. თავის გამოსვლაში, მან დეტალურად ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობასა და საქართველოს გამოკვეთილ ინტერესზე, შეასრულოს რეგიონის ენერგეტიკული ჰაბის ფუნქცია. ნინო ენუქიძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობაზე და მას სამაგალითო და ორმხრივად ხელსაყრელი უწოდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა „ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის“ (СAREC) გაძლიერებასა და სამომავლო პროექტების განხორციელებაზე ენერგეტიკის დარგში.

შეხვედრაში „ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის“ (СAREC) წევრი ქვეყნების (საქართველო, აზერბაიჯანი, ჩინეთი, პაკისტანი, ავღანეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და მონღოლეთი) დელეგაციებმა მიიღეს მონაწილეობა. გარდა ამისა, შეხვედრაზე მოხსენებებით გამოვიდნენ მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და USAID-ის წარმომადგენლები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს