ცესკო დღეს არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რიგით ნომრებს განსაზღვრავს

ცენტრალური საარჩევნო კომისია დღევანდელ სხდომაზე 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რიგით ნომრებს განსაზღვრავს.

საარჩევნო კანდიდატები ან მათი წარმომადგენლები შემთხვევითი შერჩევით ამოიღებენ მათ საარჩევნო ნომრებს. კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს საკუთარი საარჩევნო ნომრის შენარჩუნება შეუძლიათ.

ცესკოში იმყოფება „გირჩის" წარმომადგენელი იაგო ხვიჩია, რომელიც კენჭისყრის პროცედურაში მიიღებს მონაწილეობას.

„ჩვენ დღეს დაპატიჟებული ვართ იმისთვის, რომ ნომრები ავირჩიოთ. მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში მივიღო მონაწილეობა, რომელიც ნომრის არჩევას ეხება. თუ ვინმე მკითხავს რომელ ნომერს ვისურვებდი წილისყრის შედეგად, 10 ნომერს ვისურვებდი, რადგან ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და თუ გულშემატკივარი ხარ ჩვენს დროში, 10 ნომერი ყველას ჯობია", - განაცხადა ხვიჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო