ბუტა რობაქიძის საქმეზე, ბრალდების მხარემ საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა

ბუტა რობაქიძის საქმეზე, რომელზეც ბრალი შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს, ირაკლი ფირცხალავას, პრესსამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს გურამ დონაძეს და საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, ზურაბ მიქაძეს აქვთ წაყენებული, ბრალდების მხარემ საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.

მომდევნო სხდომიდან მტკიცებულებების გამოკვლევას უკვე დაცვის მხარე დაიწყებს.

დღევანდელ სხდომაზე, ბრალდების მხარემ რამდენიმე მოწმის, გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებების გამოქვეყნების შუამდგომლობა დააყენა. პროკურორებმა განმარტეს, რომ მოწმეების სასამართლოში წარმოდგენა სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ხერხდება.

ბრალდების შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოთხოვნილი ოთხი მოწმიდან სამის ჩვენების სასამართლოში გამოქვეყნება დასაბუთებულად მიიჩნია.

აღნიშნული შუამდგომლობით სახელმწიფო ბრალდებამ საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს