მამუკა ბახტაძე სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალს და აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების დასახვას შეუწყობს ხელს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, რომლის მორიგი სხდომის გამართვა წლის ბოლომდე იგეგმება.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ახალ სტიმულს მისცემს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველო, ისევე, როგორც სომხეთი, წელს მნიშვნელოვან თარიღს - პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ზეიმობს. მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ სარქისიანს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე - 21 სექტემბერი წინასწარ მიულოცა.

გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებებში, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელი დავით ფერაძე მონაწილეობდნენ.

რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2019
ვაჟა ბერიძე - მთავარი არა საარჩევნო სისტემაა, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეზობლების დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა
გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფმა (GET) საქართველოს ფინანსური სექტორის მონიტორინგის პირველი ნაწილი წარადგინა
ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის
გრძელვადიანი ბიუჯეტი – თბილისის მასშტაბური პროექტების დაცვა მმართველობის ცვლილებებისგან