მალხაზ მაჩალიკაშვილი - მთავარი მოთხოვნა იქნება, დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებსაც სისხლში ხელები აქვთ ამოსვრილი

მთავარი მოთხოვნა იქნება, დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან ამ ტერაქტში გარეულნი, ვისაც აქვს სისხლში ხელები ამოსვრილი, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა, სადაც 18:00 საათზე საპროტესტო აქცია უნდა გაიმართოს.

მისი თქმით, ის ითხოვს ვახტანგ გომელაურის, სოსო გოგაშვილის და იმ სპეცრაზმელის დასჯას, ვინც მის შვილს ესროლა.

პარლამენტთან ამ დროისთვის 20-მდე ადამიანია შეკრებილი. ისინი სამართლიანობის აღდგენას და მკვლელების დასჯას ითხოვენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა