კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაციის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, 11 სექტემბერს, ღამის 00:00 საათიდან 30 ოქტომბრამდე ლეხ კაჩინსკის ქუჩის ქეთევან დედოფლის გამზირისა და აწყურის ქუჩის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

კერძოდ, N37 ავტობუსი აეროპორტიდან სადგურის მოედნისკენ მოძრაობისას, ჯორჯ ბუშის ქუჩიდან კვლავ კახეთის გზატკეცილისკენ მობრუნდება და აწყურის ქუჩისა და კახეთის I შესახვევის გავლით ქეთევან დედოფლის გამზირს მეტროსადგურ „ისანთან“ დაუკავშირდება.

ბუშის ქუჩიდან ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილებისას, მიკროავტობუსები N27, N167 და N183 კაჩინსკის ქუჩიდან აწყურის ქუჩაზე მარჯვნივ შეუხვევენ და კასპის ქუჩიდან მოძრაობას ქეთევან დედოფლის გამზირზე განაგრძობენ.

ქალაქის ცენტრალური უბნებიდან კახეთის გზატკეცილის მიმართულებით მოძრაობისას, N27 და N183 მიკროავტობუსები ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბოჭორმის ქუჩით მობრუნდებიან, გაივლიან კასპის, შემდგომ კი - აწყურისა და ნორიოს ქუჩებს და ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩიდან კახეთის გზატკეცილზე აუხვევენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს